პრეზიდენტის ადმინისტრაცია: შეწყალების კომისიის ახალი წევრებით დაკომპლექტებას ვგეგმავთ

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების საკითხთა კომისიასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაიწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაცია, როგორც უკვე ერთხელ იყო აღნიშნული, გეგმავს კომისიის ახალი წევრებით დაკომპლექტებას. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ კომისია რამდენიმე წევრმა უკვე დატოვა. პრეზიდენტი მადლობას უხდის კომისიის ყველა წევრს გაწეული სამსახურსითვის.

გავრცელებული ინფორმაციით, შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოსტი ზვიად ქორიძემ დატოვა. კომისიის დატოვა ეკა გიგაურმაც, რომელმაც აღნიშნულის შესახებ Facebook-ში დაწერა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად