პრეზიდენტის ადმინისტრაცია: პრეზიდენტთან ერთად ვიზიტებში მისი შვილების მონაწილეობა ბიუჯეტიდან არ დაფინანსებულა

ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი პრეზიდენტის შვილების სამივლინებო ან/და სხვა ხარჯების ასანაზღაურებლად არ დახარჯულა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ვიზიტებში მისი შვილების მონაწილეობას სახელმწიფო ბიუჯეტი ანაზღაურებს.

ინფორმაცია პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტებისა და მივლინებების შესახებ საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღება ნებისმიერ დროს შეუძლია”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად