პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეკონომიკურ გუნდს პირობის შესრულებისკენ მოუწოდებს

როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრა ჰქონდა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებთან. ფინანსთა მინისტრთან და ეკონომიკის მინისტრთან. მისი თქმით, აღნიშნულ შეხვედრას მიუხედავად მათი მცდელობისა გაურკვეველი მიზეზების გამო არ ესწრებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

შეხვედრაზე მთავრობის ეკონომიკური გუნდი შეთახმდა, რომ 5 მარტამდე წარმოადგენდნენ მთავრობის სავალუტო სტაბილურობის გეგმას. რომელიც აბაშიშვილის თქმით, დღემდე არ წარმოდგენილა.

„მთავრობის ეკონომიკური გუნდი პრეზიდენტსა და საზოგადოებას დაპირდნენ, რომ წარმოადგენდნენ სავალუტო სტაბილურობის გეგმას. რომელიც შემუშავებული იქნებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ეროვნულ ბანკთან მუშაობით. ამ დრომდე მსგავსი გეგმა წარმოდგენილი არ არის.“

 

პრეზიდენტის მრჩეველმა პროცესში  მონაწილე ყველა პირს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა შეახსენა და კიდევ ერთხელ მოუწოდა სავალუტო სტაბილურობის გეგმის წარმოდგენისკენ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად