პრეზიდენტი: ზვიად გოგოჭურის თავდადება ნებისმიერი ქართველისთვის ამაღელვებელი და საამაყოა

დღეს რიოს პარაოლიმპიადაზე -90 კგ. წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი, ზვიად გოგოჭურმა ოქროს მედალი მოიპოვა, ამ წარმატებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარაოლიმპიური თამაშების გამარჯვებულს სოციალურ ქსელში ულოცავს.

"ისტორიაში პირველად! პარაოლიმპიელ ძიუდოისტ ზვიად გოგოჭურს ვულოცავ რიოს ოქროს! მისი შემართება და თავდადება ნებისმიერი ქართველისთვის ამაღელვებელი და საამაყოა", – წერს პრეზიდენტის Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

დღეს რიოს პარაოლიმპიადაზე მიმდინარებდა -90 კგ. წონით კატეგორიაში მამაკაცებს შორის შეჯიბრი, სადაც ქართველი ძიუდოისტი, ზვიად გოგოჭურიც იღებდა მონაწილეობას. ფინალურ შეხვედრაში ზვიად გოგოჭურმა უკრაინელ მეტოქეს 4 გაფრთხილებით სძლია და პარაოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად