პრეზიდენტი: ზუგდიდი და მცხეთა წმინდა ადგილებია და რელიგიური ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია

“ზუგდიდი და მცხეთა წმინდა ადგილებია და რელიგიური ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია.სწორედ ამ მიმართულებით უნდა იმუშავონ მთავრობამ და საპატრიარქომ”, –
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულზე განაცხადა.

“მინდა მივულოცო საქართველოს დღევანდელი დღესასწაული. ვლაქერნობა არის მართლაც უდიდესი დღესასწაული ჩვენი ქვეყნისთვის. ალბათ ზუგდიდი და მცხეთა არიან ის წმინდა ადგილები, რომლებიც ყველა ქართველმა უნდა მოინახულოს და მოილოცოს. ვისურვებდი და მოვუწოდებდი ყველას, რომ ერთხელ მაინც ცხოვრებაში დაესწრონ ვლაქერნობას. ღვთისმშობლის კვართი არის ჩვენთვის უდიდესი სიწმინდე, რომელიც ასევე გვაერთანებს აფხაზეთთან. უნდა მივხედოთ რელიგიურ ტურიზმს. ეს არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც უნდა ჩამოვიდნენ არა მხოლოდ ქართველი მომლოცველები, არამედ უცხოელებიც და არა მხოლოდ ეს ადგილი. ჩვენ გვაქვს უამრავი წმინდა ადგილი და საქართველო შეიძლება გახდეს ერთ-ერთი რელიგიური ტურიზმის ადგილი. ამაზე უნდა იმუშავოს ტურიზმის სააგენტომ, საპატრიარქომ”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად