პრეზიდენტი: ზოგმა ეკლესიიდან გამოთქვა აზრი, რომ covid19-ის ვაქცინები არ უნდა იყოს სავალდებულო, ჩემთვის ეს მიუღებელია

“მე დიდ პატივს ვცემ ეკლესიას, და არა მხოლოდ პატრიარქს და ეს გამოჩნდა არაერთხელ. აქაც ყველაფერში არ ვეთანხმები. მაგალითად, არ ვეთანხმები და ჩემთვის არის სრულიად მიუღებელი, რომ ზოგმა ეკლესიიდან გამოთქვა აზრი, რომ შეიძლება ცუდი იყოს ვაქცინები კოვიდის პანდემიის წინააღმდეგ, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს სავალდებულო. ჯერ ერთი, აბსურდია, ვაქცინა ჯერ არ არსებობს, არ ვიცით რამდენად ხელმისაწვდომი იქნება საქართველოსთვის.” ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ღამის კურიერისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

“ეს არის უკვე ჩარევა იმაში, რაც არის საერო საქმეები და ჯანდაცვის კომპეტენცია და ამას შეიძლება ჰქონდეს ძალიან მძიმე შედეგები, რადგან ისედაც გავრცელებულია მოსახლეობაში ნაწილობრივ რუსული ფეიქ ნიუსები, ნაწილობრივ სხვა, ის რომ საერთოდ აცრები არის პრობლემატური. ლუგარის ცენტრი არის მავნებელი, რომელმაც, რეალურად, გადაგვარჩინა ამ სიტუაციაში და ეს არის პირდაპირ დარტყმა საქართველოს დემოგრაფიაზე და ვინმე ამას თუ ვერ ხედავს, დრო არის გონს მოეგოთ,”-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად