პრეზიდენტი ჟურნალისტებს: სხვა კითხვებზე დღეს არ ვპასუხობ

შეწყალების  საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის მისამართით ჟურნალისტებმა კითხვების დასმა და მისგან პასუხების მიღება კიდევ ერთხელ უშედეგოდ სცადეს. 

გურჯაანში, ღვინის ფესტივალზე მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ არცერთ კითხვას არ უპასუხა  და მედიის წარმომადგენლებს ურჩია, ღვინის ფესტივალით ისიამოვნონ.

“სხვა კითხვებზე დღეს არ ვპასუხობ, დღეს ვპასუხობ იმაზე რაც არის, შესანიშნავი დღესასწაულია და გთავაზობთ თქვენც ისიამოვნოთ,”-უთხრა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ:  პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პირებთან დაკავშირებით პროკურატურაში სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის თანამშრომლები გამოიკითხნენ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად