პრეზიდენტი ჟურნალისტებს: ერთი ხმით ნუ ყვირიხართ – გიგი უგულავა, გიგი უგულავა, წინასწარ ვიცი თქვენი შეკითხვები (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეწყალება ექვემდებარება წესებს, რომლებიც მიღებულ იქნა ამ წელს, რაც არ უნდა იყოს მოთხოვნა, რომელიც შემოვა, ყველა მოთხოვნა იქნება განხილული ამ წესების მიხედვით.

“ერთი ხმით ნუ ყვირიხართ – გიგი უგულავა, გიგი უგულავა. წინასწარ ვიცი თქვენი შეკითხვები, არ მჭირდებს დამატებით კითხვები, გეტყვით მე თვითონ, თუ მომისმენთ. შეწყალება ექვემდებარება წესებს, რომლებიც მიღებულ იქნა ამ წელს, რაც არ უნდა იყოს მოთხოვნა, რომელიც შემოვა, ყველა მოთხოვნა იქნება განხილული ამ წესების მიხედვით. ყველა მოთხოვნას მივიღებ, წავიკითხავ, ვნახავ, გავეცნობი და თი სადმე საჭრიოება იქნა, თუ მე ჩავთვლი, რადგან ეს არია დისკრეციული უფლება, რომ შეეყალება უნდა შედგეს, მიღებული იქნება შეწყლების აქტი. რას ნიშნავს ეს, წესები წაიკითხეთ და გაიგებთ. არ არსებობს ამ ქვეყანაში ხალკე ადამიანები, რომლებზეც ვრცელდება ცალკე რეგულაციები, ყველა მოქალაქეიათვის არის ერთი რეგულაცია და ყველა მოქალაქემ იცის, როგორ უნდა მიმართოს პრეზიდენტს,”- ასე უპასუხა პრეზიდენტმა გიგი უგულავას შეწყალებასთან დასმულ კითხვას.

შეგახსებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამეგრელოს რეგიონს ესტუმრა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად