პრეზიდენტი: ჟენევის ფორმატი უნდა გავაცოცხლოთ და გავააქტიუროთ

” ჩვენ ჟენევის ფორმატი უნდა გავაცოცხლოთ, გავააქტიუროთ, ავწიოთ და დავუბრუნოთ მისი პოლიტიკური დატვირთვა”-ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“თქვენ იცით, რომ ტერიტორიები, რომელიც ჩვენი კონტროლის ქვეშ არ არის, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი კონტროლის და ჩვენი ბერკეტების ქვეშ არ არის.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი გზა, ეს არის დიპლომატიური გზა, კიდევ უფრო ეფექტური დიპლომატიური ქმედებების დაწყება.

მე არაერთხელ ვისაუბრე იმაზე, რომ ჩვენ ჟენევის ფორმატი უნდა გავაცოცხლოთ, გავააქტიუროთ, ავწიოთ და დავუბრუნოთ მისი პოლიტიკური დატვირთვა.

ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ორმხრივი დიპლომატიური კუთხით. ყველა ჩვენი ბერკეტი, რაც არსებობს მშვიდობიანი და დიპლომატიური, უნდა გამოვიყენოთ,”- განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად