საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თუშეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“მწუხარებას გამოვთქვამ თუშეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, ვუთანაგრძნობ გარდაცვლილების ოჯახების წევრებს, დაზარალებულებს კი, მინდა გამოჯანმრთელება ვუსურვო.”,-წერს საქართველოს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, მაშველებმა თუშეთის გზაზე მე-6 ადამიანის ცხედარი იპოვნეს, 5 კი გადაარჩინეს.