პრეზიდენტი: ვნახოთ, შევიწყალებ თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძეს

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გადაცემა “რეაქციისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე შეწყალების თემა რატომ მოიშორა, პასუხობს:

“არ მოვიშორე. არასწორი გაგება იყო. მე ძალიან კარგად ავხსენი. პირიქით ვთქვი, რომ სრულ დისკრეციას ვიტოვებ. მე მოვიშორე ერთადერთი მარტო არჩევანი იმ ადამიანების, რომლებიც უნდა შევიდნენ კომისიაში და რომლებიც დადებენ პირველ ტექნიკურ რეკომენდაციას. აკმაყოფილებენ თუ არა იმ პირველად კრიტერიუმებს, რომელიც ჩაწერილია და რომელზედაც ისედაც ვმუშაობთ. თორემ დისკრეცია იქნება ჩემი და მერე დაიწყებთ წუწუნს, რატომ წყვეტთ თქვენო.

დისკრეცია ნიშნავს იმას, რომ მე არ ვეტყვი არავის, რა საფუძვლებზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ახსენეთ, რომ საპატრიარქოსთან მაქვს ურთიერთობა და პატრიარქის მიმართ მაქვს დიდი პატივისცემა, მაგრამ ამის მიუხედავად ვთვლი, რომ რაც ეხება სეწყალებას, აქ ვარ მარტო. ეს არის ის სიმარტოვე, რაც ახასიათებს პრეზიდენტის ზოგ უფლებას. ამ პასუხისმგებლობას ვიღებ და ვატარებ მარტო”, – ამბობს პრეზიდენტი.

კითხვაზე, არ გამორიცხავს, რომ დეკანოზი მამალაძე შეიწყალოს, პასუხობს, რომ “ვნახოთ”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...