პრეზიდენტი: ვამაყობ, რომ ჩვენმა სახელმწოფო უწყებებმა უზრუნველყვეს სიცოცხლის დაცვის ხელშეუხებლობა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ვასამბეკ ბოკოვის დაკავებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.

“ადამიანი და მისი სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა და ის დაცულია საქართველოს კონსტიტუციით.
როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი მადლობას მოვახსენებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც შეძლო დროულად და უმაღლესი პროფესიონალიზმით აღეკვეთა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. ამავდროულად, ვაცნობიერებთ, რომ საქმე გვაქვს ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ კრიმინალურ და პროვოკაციულ ქმედებასთან. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, ეპიდემიასთან ეფექტიანი ბრძოლა და შეუქცევადი დემოკრატიული განვითარება ბევრს შეიძლება აღიზიანებს, თუმცა ასეთი დესტრუქციული მიზანი ვერ იქნა რეალიზებული.
დესტაბილიზაციის ნაცვლად, საქართველომ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გააჩნია სტაბილურობის დაცვის ბერკეტები, რომ წინ აღუდგება პროვოკაციებს და მშვიდობიანად გაივლის გზას მომავალ არჩევნებამდე.
მე, როგორც საქართველოში ადამიანის უფლებების, სიცოცხლის დაცვისა და სახელმწიფოს სტაბილურობის დაცვის ერთ-ერთი გარანტი, ვამაყობ, რომ ჩვენმა სახელმწოფო უწყებებმა უზრუნველყვეს ყოველივე ამის ხელშეუხებლობა” – ნათქვამია გავრცელებულ ინფრმაციაში.

შეგახსენებთ, გუშინ, “ფორმულამ” სუს-ის კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა გიორგი გაბუნიას მკვლელობა.

მოგვიანებით “მთავარი არხის” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთით რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი “მთავარი არხის” ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვასამბეკ ბოკოვთან დაკავშირებით მოგვიანებით გაავრცელა განცხადება. სადაც, აღნიშნულია რომ რუსეთის მოქალაქე დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე თუმცა, კონკრეტულად ვის მკველობას გეგმავდა  ვასამბეკ ბოკოვი განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

შეგახსენებთ,  თბილისის საქალაქო სასამართლომ სუს-ის სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ვასამბეკ ბოკოვის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად