პრეზიდენტი: ვახტანგ გომელაურმა ვითარება დაარეგულირა

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ისეთ რთულ ვითარებაში, როცა პოლიციის წინააღმდეგ კამპანია იყო აგორებული, სიტუაცია დაარეგულირა.  პრეზიდენტმა შს მინისტრს ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. 

"ამ თავდაჯერებულობის შესაძლებლობას მაძლევს ის სულისკვეთება, რომელსაც მე ვხედავ პოლიტიკურ ელიტაში. თქვენ გყავთ ძალიან კარგი და პროფესიონალი შინაგან საქმეთა მინისტრი და მსურს განსაკუთრებით მას მივულოცო დღევანდელი დღე. 

რთულ ვითარებაში, როდესაც პოლიციის წინააღმდეგ კამპანია იყო აგორებული, ბატონმა გომელაურმა შეძლო და თავისი სიმშვიდით, პროფესიონალიზმით, საქმისადმი ძალიან სწორი პოლიტიკური მიდგომით ვითარება დაარეგულირა. მე მას დღეს საგანგებოდ ვუხდი მადლობას ასეთი ეფექტიანი საქმიანობისათვის",-განაცხადა პრეზიდენტმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად