A1 ბანერი

პრეზიდენტი: უკრაინის ავტოკეფალიაზე თუ საპატრიარქო ფრთხილობს, არ შეიძლება ნაკლები პასუხისმგებლობა მქონდეს

“უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა დავიწყო იმით, რომ ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი ჩემთვის პირადად და ძალიან ბევრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კარგად გვახსოვს თუ რა მნიშვნელობა შეიძინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენამ 1917 წელს ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობისთვვის აღდგენისთვის შემდგომ. ეს არის ჩვენი ისტორიული გზა, სადაც საუკუნეების მანძილზე სწორედ ეკლესია იყო წინა პლანზე და ეკლესია ქმნიდა. სახელმწიფოს სიძლიერეს დამოუკიდებლობას და მის განვითარების საწინდარს. ეს არ არის უკრაინის ისტორიული გამოცდილება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“სხვანაირი ქვეყნები ვართ და არ გვაქვს ერთნაირი გამოცდილება, მაგრამ მნიშვნელობა ყველასთვის არსებობს და ძალიან მარტივი იქნებოდა ჩემთვის მილოცვა უკრაინის ხალხისთვის ამ ავტოკეფალიის. იმიტომ რომ ეს ჩემთვის ძალიან ბუნებრივია ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე. მაგრამ, დღეს მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი. ამდენად დიდი პასუხისმგებლობა მაქვს და თუ ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას.

მგონი საქართველოს ეკლესიამ და საპატრიარქომ ჩემზე ნაკლებად არ იცის და ანიჭებს ნაკლებ მნიშვნელობას საქართველოს ავტოკეფალიას და თუ საქართველოს ეკლესია და საპატრიარქო ფრთხილობს რაღაც შედეგების გამო, რომელსაც არ მინდა ხაზი გავუსვა, მაგრამ გვესმის, რას ეხება. ამიტომ მე არ შეიძლება, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვიყო ნაკლებად პასუხისმგებელი, ვიდრე დღეს არის… მე არ ვთვლი, რომ ავიღო ეს პასუხისმგებლობა ამ საკითხების მიმართ. კიდევ ერთხელ არ მინდა დავაკონკრეტო გარკვეულ მიზეზების გამო. ყველამ ვიცით რა საფრთხეები შეიძლება იყოს. ყველაზე კარგად იცის საქართველოს საპატრიარქომ და არ ავიღებ ჩემს თავზე იმის პასუხისმგებლობას, რომ გავამძაფრო არსებული სიტუაცია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...