პრეზიდენტი: ცილისწამების კანონის ინიციატივაზე არასამთავრობოებთან და საზოგადოებასთან დისკუსიისთვის მზად ვართ

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“კიდევ ერთი საკითხი არის ცილისწამების თემა, რომელიც ჩემს საახალწლო მილოცვაშიც ვახსენენე. როგორც იცით, ახალი კონსტიტუციის თანახმად არ გააჩნია საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდეს მოსაზრება, ჰქონდეს მორალური ინიციატივა, მიმართოს კანონმდებელს, მთავრობას, საზოგადოებას. ეს ისეთი თემაა, რომელიც აწუხებს საზოგადოებას, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა წამოიწყო საზოგადოებაში. საჭიროა ამის დაწყნარება. ამავე დროს აუცილებელია, რომ დაცული იყოს სიტყვის თავისუფლება. ხშირად ეს ორი პრინციპი მოყვანილია დაპირისპირებაში, მაგრამ არსებობს ქვეყნები, რომლებმაც ეს გადაწყვიტეს. ამის ბოლო მაგალითი იყო საფრანგეთი, რომელმაც არა თუ მიიღო ასეთი კანონი ცილისწამების წინააღმდეგ, კერძოდ საარჩევნო პერიოდში, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომაც დაადასტურა, რომ ეს არ მოდიოდა წინააღმდეგობაში არც სიტყვის თავისუფლებასთან, არც ადამიანის უფლებეთან, რომელიც ასახული ადამიანის უფლებების მთავარ დეკლარაციაში. ამ კუთხით უნდა ვიმუშავოთ. ეს უნდა იყოს ფართო დისკუსიის საგანი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა, რომ საზოგადოებასთან და არასამთავრობოებთან გვქონდეს დისკუსიები”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...