პრეზიდენტი თენგიზ ცერცვაძეს: მხნედ იყავით! მალე დაუბრუნდით ამ ბრძოლას!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორს თენგიზ ცერცვაძე სოციალური ქსელით მიმართავს.

“ბატონ თენგიზს კორონავირუსი დაუდგინდა. მსუბუქი ფორმაა და სახლში მკურნალობს.
მინდა სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო!
მინდა, პირადად ვუთხრა მადლობა მისი თავდადებისთვის, კორონასთან ათთვიანი, დღე და ღამე შეუპოვარი ბრძოლისთვის!
მინდა ბოდიში მოვუხადო მათ მაგივრად, ვინც მადლიერების ნაცვლად, ექიმების ლანძღვა და შეურაცხყოფა არჩია.
ბატონო თენგიზ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მადლობას გიძღვნით და თქვენთვის ლოცულობს!
მხნედ იყავით! მალე დაუბრუნდით ამ ბრძოლას!” – წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს და მის  მეუღლეს, ანა თოფურიასაც კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამ დროისთვის ისინი სახლში მკურნალობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად