პრეზიდენტი: თავისუფლება არასდროსაა საბოლოოდ მიღწეული, მას ყოველდღიური მუშაობა სჭირდება

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, თითოეული მოქალაქის ვალია, დაიცვას ადამიანის უფლებები. ამის შესახებ შეფასება მან კაშიას საკითხის კომენტირებისას გააკეთა.

"ყველა მოქალაქეს, ყველა ადამიანს ვისაც სჯერა თავისუფლების, როგორც უმაღლესი ღირებულების, მათი ვალია, მიუხედავად მათი თანმდებობისა, მეორე ადამიანის თავისუფლების დაცვა. ეს არის საქართველოში, ეს იქნება ნებისმიერ ქვეყანაში , მათ შორის განვითარებული დემოკრატიის ქვეყანაში.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თავისუფლების სიმაღლე არასდროს არის საბოლოოდ მიღწეული, არამედ მას ყოველდღიური მუშაობა სჭრდება. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია მთავარი ვალდებულება საქართველოს ყველა მოქალაქის არის ამ უმაღლეს ღირებულებას ემსახუროს", – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად