პრეზიდენტი სუპერ თასის მატჩს არ დაესწრება

ბარსელონა-სევილიას თამაშზე არ წავალ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "მაესტროს" ეთერში განაცხადა. 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თამაშს ელის და სწორედ მაშინ დაესწრება მატჩს. „ბარსელონა-სევილიას თამაშზე არ მივდივარ. ველი როდის იქნება საქართველოს თამაში და მაშინ წავალ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს „დინამო არენაზე“ უეფას სუპერ თასის მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს ორი ესპანური გრანდი, „ბარსელონა“ და „სევილია“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...