პრეზიდენტი:  “სირიაში ე.წ. აფხაზეთის “საელჩოს” გახსნა დამასკოს მხრიდან საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საელჩოს” გახსნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს დამასკოს მხრიდან საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.

“სირიაში ე.წ. აფხაზეთის “საელჩოს” გახსნა დამასკოს მხრიდან საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო და მომავალშიც დაგმობს სირიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას”, – წერს ზურაბიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად