პრეზიდენტი: შეწყალება სენსიტიური საკითხია, საზოგადოებას შფოთვის კიდევ ერთი მიზეზი არ სჭირდება

საზოგადოებაში ეს საკითხი ძალიან სენსიტიურია, მგონი ყველას ესმის რომ საზოგდოებას არ სჭირდება კიდევ ერთი მიზეზი შფოთვის”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამების საკათედრო ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“შეწყალება არის სენსიტიური საკითხი. ამ საზოგადოებაში არის ეს ვნებათა ღელვა, ამიტომ ძალიან გავუფრთხილდები ჩემს გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით.

ისედაც არ არის ჯერ ახალი წესები ჩამოყალიბებული ამაზე ვმუშაობთ. როგორც კი იქნება მზად პრეზიდენტის ბრძანება გაგაცნობთ.

დავფიქრდები, რა იქნება იმ დროს საჭირო, მიღებული გადაწყვეტილება ყველასთვის გასაგები რომ იყოს. მგონი, გასაგებია, ქართულად ვლაპარაკობ.

საზოგადოებაში ეს საკითხი ძალიან სენსიტიურია, მგონი ყველას ესმის რომ საზოგდოებას არ სჭირდება კიდევ ერთი მიზეზი შფოთვის. ამიტომ, დავფიქრდები რამდენიც საჭირო იქნება. კიდევ ერთი მიზეზია ის რომ არ არის ჩამოყალიბებული ჯერ ახალი წესები, უნდა დავიწყო შემდეგ ყველა იმ საქმის შესწავლა, რაც შემოტანილია”,-ამბობს საქართველოს პრეზიდეტნი სალომე ზურაბვილი.

შეგახსენებთ, საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა.

ადმინისტრაცია უარყოფს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, პრეზიდენტმა მსჯავრდებული დეკანოზი 23 ნოემბერს შეიწყალოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად