პრეზიდენტი შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი გადავარდა კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან  გარდაცვლილია 17 ადამიანი, 3 დაშავებული თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყავთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად