პრეზიდენტი: სასამართლოს მიმართ ხალხის ნდობა ჩვენი ხვალინდელი დემოკრატიის ქვაკუთხედია

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გადაცემა “რეაქციისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“მე როგორც პრეზიდენტს არ მაქვს უფლება მქონდეს პოზიცია, რომელიმე მოსამართლის მიმართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცები არ მიკვირს. იმიტომ, რომ დღეს ვართ გადატრიალებულ სიტუაციაში, სადაც ის ადამიანები, რომლის მეშვეობითაც ეს ადამიანები მოვიდნენ ძალაუფლებაში. იმ რეჟიმის დროს, როდესაც ეს მოსამართლეები მოსამართლეობდნენ, ესენი ყვირიან, რომ ეს არის საშინელი კლანი და უნდა მოვიშოროთ.

არ ვიცი როგორ იქნება გადაწყვეტილი და რა პირობები იქნება დასმული და როგორ იქნება ეს პროცესი. ამ ხელისუფლებას რომ ეთქვა ამ მოსამართლეებს გავუშვებთო, იქნებოდა ყვირილი და ანგარიშები ყველა არასამთავრობოს მხრიდან, რომ ეს არის პოლიტიკური ნიშნით დასჯა. იქნებოდა რეაგირება ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან. რაღაც პოზიციების შეცვლა მოხდა. ვინც გუშინ იცავდა დღეს არ იცავს და პირიქით.

არ ვიცი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა თუ არა. ვნახავთ რას გადაწყვეტს პარლამენტი. რაზეც დღეს მუშაობს პარლამენტი და რაზეც იყო დაკა-დაკა. რას გამოიტანს და როგორ გამოიტანს ვნახავთ. მე ერთ რამეს ვამბობ, შედეგი უნდა იყოს ის, რომ სასამართლოს მიმართ უფრო მაღალი ნდობა იყოს მოსახლეობის მხრიდან. ეს არის ჩვენი ხვალინდელი დემოკრატიის ქვაკუთხედი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად