პრეზიდენტი: საქართველოში 13 000 დომეინზე განხორციელდა კიბერ შეტევა

ამის შესახებ საქართველოს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების მე-13 კონფერენცია – GDSC გახსნაზე განაცხდა, სადაც კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

“დღეს აქ შევიკრიბეთ – ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო თავდაცვის მინისტრს და მადლობა გადაგიხადოთ მაღალი დონის მონაწილეობისთვის – რათა ვისაუბროთ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოში, რეგიონში და უფრო ფართო გარემოში. როგორც საქართველოში, ისე რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები იზრდება. საქართველო არც ისე შორს არის, რეგიონის ეგრეთ წოდებული კრიზისული თაღისგან, სადაც ომი, ტერორიზმი, შიდა პოლიტიკური არეულობა ან მიგრაცია საფრთხეს უქმნის მშვიდობას, უსაფრთხოებასა და განვითარებას. საქართველომ შეძლო სტაბილურობის კუნძულის შენარჩუნება და მოახერხა მისი ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების დაცვა არასასურველი ეფექტებისგან. მაგრამ ეს ძალისხმევა შესანარჩუნებელი და გასაორმაგებელია მოახლოვებული ტერორიზმის პრევენციისთვის. ეს ნიშნავს პარტნიორებთან ინფორმაციის აქტიურ გაცვლას, მეტ გამჭვირვალობას და საზღვრების და მათზე გადაადგილების მეტ კონტროლს.

საფრთხეები სხვადასხვა ფორმას იღებს, და როგორც ბევრ ქვეყანაში, ჩვეთანაც კიბერ უსაფრთხოება გახდა მნიშვნელოვანი გამოწვევა. გასულ კვირას საქართველოში 13,000 დომეინზე განხორციელდა კიბერ შეტევა; მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც მოხვდა მსხვრეპლთა რიცხვში.

საქართველო ახალი რესურსების მობილიზაციას აკეთებს და მზად არის უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის, რათა გავუმკლავდეთ ამ საფრთხეებს და მოვემზადოთ სისტემების უკეთესი დაცვისთვის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად