პრეზიდენტი: საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ არ შეგვიწყვეტია დემოკრატიისკენ სვლა

ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები ესწრებიან.

“მე მინდა მოგესალმოთ, პირველ რიგში, როგორც პრეზიდენტი არა როგორც პროევროპული ერის, არამედ როგორც ევროპული ერისა. მას შემდეგ, რაც 70-წლიანი საბჭოთა ბატონობის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, გავიარეთ უამრავი შიდა თუ გარე ომები, რის შედეგად 20% საქართველოს ტერიტორიისა არის ოკუპირებული, მაგრამ ჩვენ არ შეგვიწყვეტია თანდათანობით დემოკრატიისკენ სვლა, თუნდაც ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდების მანძილზე,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...