პრეზიდენტი: სამწუხაროდ, ქვეყანამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე უარი ვერ თქვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში შეაფასა.

"არჩევნები ძირითადად ჩატარდა და ეს იყო მნიშვნელოვანი. იყო დარღვევები, ახლა ჩვენი ვალია, როგორც სახელმწიფომ და დემოკრატიამ გავცეთ პასუხი. გარემო ნამდვილად არაკონკურენტუნარიანი იყო. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ახალი ფორმაც. 2010 წელსაც, როდესაც გამოჩნდნენ კოორდინატორი ქალბატონები ვამბობდით, რომ შესაძლოა პირდაპირ კანონის დარღვევა არ არის, მაგრამ იმ მთავარის არჩევანის გამოხატვის უფლების დარღვევასთან ახლოს არის. ეს სირთულეები იდენტიფიცირებული და ლოკალიზებულია. სამწუხაროდ ქვეყანამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე უარი ვერ თქვა", – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად