A1 ბანერი

პრეზიდენტი: საიდუმლოა, როდის ვეწვევი ავღანეთს, ეს ნატოსთან ერთად იგეგმება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არ ასახელებს თარიღს, როდის ეწვევა ავღანეთს, ქართველი ჯარისკაცების მოსანახულებლად.

საქართველოს პრეზიდენტი განმარტავს, რომ მას თარიღის დასახელების უფლება არ აქვს.

“ამას ვერ გეტყვით, ეს არის საიდუმლო, ნატო-სთან ერთად იგეგმება და არ გვაქვს უფლება, თარიღი დავასახელოთ”, – აღნიშნა სალომე ზურაბისვილმა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვაში განაცხადა, რომ აპირებს, ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებს ეწვიოს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...