პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობას: გააძლიერეთ ძალისხმევა, რათა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს,

“მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობისა უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ, ისედაც რთულ ვითარებას.
კიდევ ერთხელ მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის გათავისუფლება!” – წერს ვაჟა გაფრინდაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს, ისევ გაიმართა სასამართლო პროცესი, თმცა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა

შეგახსენებთ,  რუსი ოკუპანტებმა 2019 წლის 5 ნოემბერს  ე.წ. საზღრის უკანონო გადაკეთის ბრალდებით ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავეს, რომელსაც ცხინვალის სასამართლომ 2 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამ ფაქტს, ქვეყნის მასშტაბით პროტესტი მოჰყვა. თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა “თეთრი ხალათების” აქცია. ექიმები, დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებისგან ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

ასევე, ილია II ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, რუსეთის პატრიარქს მიმართავს 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად