პრეზიდენტი: სააკაშვილმა დაბობმა ცხინვალი, ჩვენი მოსახლეობა, რომელიც ნაწილობრივ იყო დაცლილი

2008 წლის აგვისტოში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილამ დაბომბა ცხინვალი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გადაცემა “რეაქციისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“…საერთაშორისო სამართალში ერთმა ქვეყანამ გადალახა მეორე ქვეყნის საზღვარი და ეს არის რუსეთი… საქართველოს არ გადაულახავს არცერთი მეზობელი ქვეყნის საზღვარი, რუსეთმა ეს გააკეთა არაერთხელ და იმ სავალალო 1921 წელს, რის გამო ჩემი ოჯახი აღმოჩდა უცხოეთში. აქ ორი აზრი არ არის. იმ პირობებში, იმ პროვოკაციებში, როცა გაუთავებლად იბომბებოდა ჩვენი სოფლები, რა უნდა გაეკეთებინა სააკაშვილს ან არ უნდა გაეკეთებინა, ამაზე მომავალში ისტორია იტყვის თავის სათქმელს და ამას დაველოდოთ. არ არსებობს ქვეყანა, რომელიც წინ მიდის და არ უყურებს თავის ისტორიას ღია თვალებით.

სააკაშვილმა დაბობმა ცხინვალი, ჩვენი მოსახლეობა, რომელიც ნაწილობრივ იყო დაცლილი. მე, ამას ვთვლი როგორც შეცდომას და არა როგორც საქართველოს პასუხისმგებლობას ომში. ეს არის განსხვავება… ეს არ არის საქართველოს დადანაშულება, იმიტომ რომ ომის პასუხისმგებლობა არის იმ ქვეყნის, რომელიც არის სამართლებრივად პასუხისმგებელი ომზე და დაიწყო საომარი მოქმედებები. ჩვენ არ გადავსულვართ საზღვარზე.

სააკაშვილმა დაბობმა არა მოსახლეობა, არამედ ჩვენი ტერიტორია 7-ში ღამეს და ეს არის ის დანაშაული, რომელიც არის პრეზიდენტის და ჩვენი გასარჩევი შიგნით…“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად