პრეზიდენტი რეზო ჭეიშვილის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მწერლის რეზო ჭეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახსა და ახლობელებს უსამძიმრებს. 

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მწერალ რეზო ჭეიშვილის გარდაცვალების გამო.

რეზო ჭეიშვილის შემოქმედებას, მის განუმეორებელ ხელწერას და ჰუმანიზმს ქართულ მწერლობაში მნიშვნელოვანი და გამორჩეული ადგილი უკავია.

ვწუხვარ ამ დიდ დანაკლისის გამო და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახს და ახლობლებს",-აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმარში. 

კომენტარები
იტვირთება...