პრეზიდენტი: რატომ ვთქვი შეწყალების აქტზე უარი, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მისი საქმინოსბი ვადის ამოწურვამდე შეწყალების ბოლო აქტზე უარი თქვა. დღეს “კურიერის ” დასმულ კითხვაზე რატომ გაუქმდა შეწყალების კომიისის ჩანიშნული სხდომა, სადაც 600-მდე მსჯავრდებულის საქმე უნდა განხილულიყო უპასუხოდ დატოვა.

“სხვათაშორის იმ პოლიტიკოსთა რიცხვს მივეკუთვნები, რომელიც ძალინ კარგად ახერხებს და ინახავს თავისი კაბინეტის ინფორმაციულ შეუვალობას და ძალინ ხშირად არ ვყვები იმ მოტივებზე, რატომ რა ნაბიჯი გადავდგი, თუ არ მინდა ამაზე საუბარი. ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებ და ასეა…”, – განაცხადა “კურიერის” კითხვის საპასუხოდ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად