პრეზიდენტი: რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე?!

ოთხთვიანი მორატორიუმის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 5 მსჯავრდებული შეიწყალა. თუმცა, მათ შორის არ არის „ციანიდის საქმეში“ მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე.
იყო მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს წმინდა სინოდის წერილს გაითვალისწინებდა. თუმცა, ეს ასე არ მოხდა.

„რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეს, აქაც მთავრი პრინციპით ვიხელმძღვანელე, რომ ჩემი გადაწყვეტილებით არ შეუწყო ხელი საზოგადებაში რამე ახალ დაპირისპირებას.
სამწუხაროდ, საქმის პოლიტიზირება, მითუმეტეს მაშინ, როცა დანაშაულის მახასიათებლები თავისთავად იწვევს მძაფრ რეაქციებს.
პოლიტიკოსებისა თუ სასულიერო პირების მიერ წინასწარ გაკეთებულმა მკვეთრმა განცხადებებმა არ შეუწყოს ხელი გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. ისეთ პროცესს, რომელიც სიმშვიდესა და ერთგვარი ემოციისგან დაცლას მოითხოვს. თუმცა, მე ბოლომდე მოვისმინე ადვოკატების არგუმენტები, დეტალურად გავეცანი წმინდა სინოდის შუამდგომლობას და მივიღე გადაწყვეტილება, რომელზეც მთლიანად ვიღებ პასუხისმგებლობას.
პირველ რიგში, ეს გადაწყვეტილება სამართლიანობის პრინციპს ეფუძნება. ვერ მოვნახე არგუმენტი, მითუმეტეს შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში. როცა ბევრი მსჯავრდებულის საქმე განხილული ვერ იქნებოდა, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე?!
ასევე, ეს გადაწყვტილება ეფუძნება საზოგადოებრივი სიმშვიდის უზრუნველყოფას, რამე თუ საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი, დადანაშაულების შეწყალებას ვერ გაიგებს და ვერ გაიზიარებს.
დღეს, ჩვენი დაყოფა დაპირისპირება საფრთხეს შეუქმნის ჩვენი სახელმწიფოს მომავალს” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 2019 წლის 31 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართა – დეკანოზ მამალაძეს გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე

ცნობისთვის,  თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა 1 სექტემბერს დაასრულა ათტომეული ე.წ ციანიდის საქმის არსებითი განხილვა და  2017 წლის 5 ოქტომბერს საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

“ციანიდის საქმის” არსებითი განხილვა 5 თვის მანძილზე მიმდინარეობდა.

გამოძიების ინფორმაციით, 2017 წლის 2 თებერვალს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შორენა თეთრუაშვილთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში. გიორგი მამალაძემ აღნიშნული ფაქტი მიიჩნია ხელსაყრელ ვითარებად, ვინაიდან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეინიღბებოდა მისი განზრახვა, ამავდროულად მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა გართულდებოდა საგრძნობლად. გიორგი მამალაძემ უმოკლეს ვადაში შეიძინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამვლელი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდი“-ს შემცველი ფხვნილი. 2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გიორგი მამალაძე დაკავებულ იქნა, ხოლო მისი ბარგის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდი“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად