პრეზიდენტი: რასაც 5 წელი აფრქვევდნენ იმ პოეზიის და მჭერმეტყველების კომენტირება აღარ დამჭირდება

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

"დაწყებული იმით რომ თურმე სააკაშვილთან ერთად სახელწმიფო გადატრიალებას ვაპირებ. გაგრძელებული ჩემი ფუფუნების მიმართ მიდრეკილებით, უცხოეთში სიარულის მიდრეკილებით, ათასი ჭორით და საზიზღრობით. ერთადერთი რაც გამახალისებელი იყო, იმდენად მდარე აზროვნების ხალხია, რომ ამას ყველაფერს იუმორისთვის კარგად ფუთავდა. 5 წლის განმავლობაში ამ ადამიანებთან საერთოდ ურთიერთობა არ მქონდა, არცერთი პოლიტიკური ლიდერი ჩემთვის არ იყო ახლობელი. ეს გავიარე სრულიად დაუმსახურებლად, რაც ნორმალურია. ტრაგედიად არ მიმაჩნია", – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კითხვაზე ივანიშვილისგან მოდიოდა ეს? – პასუხობს: 

"ჩემი კონფლიქტი მხოლოდ ბიძინასთან იყო, სხვასთან არ მქონია და ვერც მექნებოდა. ამათი პოეზიის და მჭერმეტყველების კომენტირება აღარ დამჭირდება, რასაც 5 წელი აფრქვევდნენ. ვინც დღეს ოპოზიციაშია და ვინც ხვალაც ოპოზიციაში იქნებიან. 

კითხვა იყო რომ ბიძინაზე რატომ არაფერს ვამბობ, საერთოდ არავიზე არაფერს ვამბობ, ვინმეს მივაყენე შეურაცხყოფა?!" – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად