პრეზიდენტი: რამდენი ხანი უნდა ვამტკიცო, რომ არ ვარ ტერორისტების ხელშემწყობი?

"ჩვენ ვართ პოლიტიკურ რეალობაში, სადაც პოლიტიკოსები აკეთებენ ძალიან ხმამაღალ განცხადებებს, სავარაუდოდ იმ იმედით, რომ ამ დებატებში ჩავერთვები", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" აცხადებს. მისი თქმით, პოლიტიკოსების განცხადებები მის მიმართ ძირითადად უსაფუძვლო და არასერიოზულია. 

"არცერთ ეტაპზე არ ვერთვები ამ განცხადებებში, იმიტომ რომ ეს კონტრპროდუქტიულია. რამდენიხანი უნდა ვამტკიცო, რომ დავუშვათ, არ ვარ ტერორისტების ხელშემწყობი ან დესტრუქციას არ ვახორციელებ და ასე შემდეგ, ის განცხადებები მიდის და ქრება. ასე რომ ზოგიერთ განცხადებას სერიოზულად ნუ მიიღებთ,", – განაცხადა პრეზიდენტმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...