პრეზიდენტი: ყველა ხელისუფლება მედიას სხვადასხვა სტილით უქმნის პრობლემას

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" ტელეკომპანია "იბერიასთან" დაკავშირებით განაცხადა და პარალელი წინა ხელისუფლებებთან და მედიასთან ურთიერთობაზე გააკეთა.

"თუ ჩვენ შედარებაზე წავალთ, სხვადასხვა სტილია. გახსოვთ, შევარდნაძის დროს რომ შევიდნენ "რუსთავი 2"-ში ის სხვა სტილი იყო. მერე ავტომატებით შევარდნა სხვა სტილი იყო სააკაშვილის დროს, დაცხრილვა, მოქალაქეების და ჟურნალისტების ცემა. სხვა სტილია საგადასახადო თემების წამოჭრა. დანარჩენი არის გემოვნების და ესთეტიკის თემა, მაგრამ შინაარსი რომ თავისუფალ მედიას ექნება პრობლემები და მისი წარმოქმნის წყარო არის არის ხელისუფლება, ეს შინაარსი თუ არ შეიცვალა და თუ არ გახდა აბსოლუტურად ტაბუირებული, რომ ინგა გრიგოლია უნდა გავაჩუმო, რადგან არ მომწონს როგორ აქცენტს აკეთებს… ეს უნდა გახდეს მიუღებელი, მათ შორის ბიზნესებისთვის პრობლემების შექმნაც", – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად