პრეზიდენტი: ქართულ მედიას ყველაზე მეტად ევროპული სტანდარტები სჭირდება (ვიდეო)

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ევრონიუსი საქრთველო”-ს დაფუძნებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“დღევანდელი დღე გამორჩეული და სასიხარულოა.

ჩვენ ძალინ ბევრს ვლაპარაკობთ, მაგრა სიტყვები სიტყვებად რჩება და თუ საქმე არ მოჰყვება ამ სიტყვებს…

დღეს არის პირველი დღე, როცა სხვა ფორმით და ძალიან კონკრეტულად, ევროპა შემოდის საქართველოში.

და არა მხოლოდ ევროპა შემოდის საქართველში, საქართველოც შედის ევროპაში. ის ფაქტი, რომ დღეს ფუძნდება “ევრონიუსი საქართველო”, არის საინტერესო საწყისი სწორედ მედია კუთხით, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში არის დემოკრატიის ქვაკუთხედი, ამ კუთხით არის ძალინ დიდი წინსვლა.

ჩვენ მივიღებთ ევრონიუსიდან არა მხოლოდ პროგრამებს, რომლის მანილიც აქ შემუშავდება. რაც მთავარია მივიღებთ ევროპულ სტანდარტებს,  და ყველაზე მეტად რაც გვჭირდება ქართულ მედია სივრცეში, სწორედ ეს არის, ევროპული სტანდარტები.

ევროპული სიმშვიდე ინფორმაციის მიმართ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ასე მოხდება, ევროპული პროფესიონალიზმი შემოვა, ევროპული მიუკერძოებლობა ინფორმაციის მიმართა და მიუკერძოებლობა… რაც მედიას ეხება, ძალინ მკაცრს სტანდარტებს უნდა ექვემდებარებოდეს.

მე ძალინ დიდი იმედი მაქვს, რომ ამით ჩვენ მართლა შევდივართ ევროპულ სივრცეში, მაგრამ ამავდროულად ეს იქნება საშუალება, რომ გადაღებული პროგრამები რაც ეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყნის კულტურას, ასევე იქნება გატანილი ევროპაში და ევრონიუსის მეშვეობით სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში გავრცელდება.

ჩვენ ვხვდებით ამ დიდი მედია ოჯახს წევრი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად