პრეზიდენტი: ქალთა მიმართ ძალადობაზე საზოგადოება შემწყნარებელი ვერ იქნება

ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მიუღებელია ქალთა მიმართ ნებისმიერი სახის ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობა.
ძალადობის მსხვერპლი შესაძლოა აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი და საზოგადოება ამ დანაშაულის მიმართ შემწყნარებელი ვერ იქნება, რადგან ეს ქართული კულტურისა და ტრადიციებისთვის შეუსაბამოა” – წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ,  სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია რომ საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთ წევრზე ქმარმა იძალადა. როგორც აღმოჩნდა, ქალი, რომელზე ყოფილმა ქმარმა, იძალადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძეა.

კილაძის განცხადებით, ყოფილმა ქმარმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა, ფიზიკურ ძალადობას კი არ ადასტურებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად