პრეზიდენტი: პრემიერთან სამთავრობო ცვლილებები არ განხილულა

"სამთავრობო ცვლილებები ან საკადრო თემები დღევანდელ შეხვედრაზე არ განხილულა",  – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვიილმა ჟურნალისტებთან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 
"დღეს პრემიერმინისტრთან და აღმასრულებელ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა. შეხვედრის ფარგელბშიც მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება და კოორდინირებული მუშაობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ საქართველოსა და რეგიონის სასიკეთოდ",- განაცხადა მარგველაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...