პრეზიდენტი: პრემიერი ის ადამიანია, ვისთანაც შეიძლება მუშაობა

"პრემიერმინისტრის პოზიციებიდან გამომდინარე, მე მაქვს მოლოდინი, რომ  ვეტო არ იქნება დაძლეული." ამის შესახებ პრეზეიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "აჭარას" განუცხადა ჟურნალისტ ლაშა ზარგინავასთან ინტერვიუს დროს.

"მე მოგახსენებთ, რომ როდესაც იღებდნენ კანონებს საკონსტიტუცო სასამართლოს თაობაზე, მე თავიდანვე გამოვხატე ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება, შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ მიღებული ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს არაფუნქციურად აცევს. ბუნებრივია, ჩვენ ჩავრთეთ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე საკონსტიტუციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ჩავრთეთ ვენეციის კომისია. 

ბატონი გიორგი კვირიკაშვილი განწყობილია თანამშრომლობისკენ და ის არის ადამიანი, ვისთანაც შეიძლება მუშაობა. შესაბამისად მე მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ შევძლებთ საკონსტიტუციო სასამართლომ გააგრძელოს ეფექტურად ფუნქციონირება. კმაყოფილი ამ ვითარებაში ბოლომდე არავინ იქნება, მაგრამ უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ ჩვენ მივედით კონსესუსამდე. საკონსტიტუციო სასამართლო ისეთივე ფუნქციური იქნება, როგორც აქამდე." – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად