პრეზიდენტი: პირს რომელმაც ჩემს ოჯახზე მუქარა განახორციელა, აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, პირს რომელმაც მისი ოჯახის წევრებზე მუქარა განახორციელა, სასამართლომ აღკვეთ ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ბრალდებული არ იმყოფება საქართველოში.

“ჩემზე და ჩემს ოჯახზე განხორციელებულ მუქარაზეე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია და შეფარდებულია 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა,  ეს ადამიანი არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე. მაგრამ, მე მგონი ეს არის კარგი მაგალითი იმისა, რომ ყველას შეუძლია თავი დაიცვას და მიიღოს სათანადო სამართლებრივი დაცვის ზომები, როცა ასეთი რაღაცეები ხდება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...