პრეზიდენტი პატრიარქს: გილოცავთ ანგელოზის დღეს, თქვენ ჩვენ გვჭირდებით

ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღის აღსანიშნავი ლიტურგია, რომელიც საქრთველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აღავლინა.

ლუტურგიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერი მამუკა ბახტაძე ესწრებოდა.

პრეზიდენტმა პატრიარქს ანგელოზის დღე ამბიონიდან მიულოცა.

“თქვენო უწმიდესობავ, ნება მიბოძეთ მოგილოცოთ დღევანდელი დღე, თქვენი ანგელოზის დღე.
გისურვოთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას. ვულოცავ წმინდა სინოდს, სრულიად საქართველოს და აქ მყოფ საზოგადოებას ამ მშვენიერ დღეს. მინდა ასევე ყველას სახელით დიდი მადლობა მოგახსენოთ თქვენი ღვაწლისთვის.

ჩვენ მოგყვებით იმ ძალიან რთულ გზაზე, რომელიც ასევე არის ილია მართალის გზა. ეს გზა ყოველთვის რთული იყო. ვიცით, ალბათ ძალინ ბევრი სირთულე გადასახალავია. მაგრამ, ჩვენ თქვენს გამო დიდი იმედი გვაქვს. ჩვენ ამ გზაზე ბოლომდე მოგყვებით, რომელიც საქართველოს გამთლიანებამდე მიდის. გისურვებთ მრავალ წელს, თქვენ ჩვენ გვაჭირდებით”, – ასე მიულოცა სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქს ანგელოზის დღე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...