პრეზიდენტი: პანდემიის აფეთქების პრევენცია და მიღწეული შედეგის შენარჩუნება ყველას ინტერესში უნდა იყოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მისი არასწორი ინტერპრეტაციებით გავრცელების საფუძველზე, ვიღაც ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოც ცდილობს “თავის გამოჩენას.

როგორც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ზოგიერთები ავრცელებენ ძალიან უპასუხისმგებლო ინფორმაციას, თითქოს ჯანმოს განცხადებებზე დაყრდნობით, რომ ასიმპტომატური ადამიანებისგან იშვიათად თუ გადაიცემა ვირუსი და ამდენად, დისტანცირების წესების მკაცრად დაცვა, გამართლებული არ არის.

“ზოგზოგიერთები ავრცელებენ ძალიან უპასუხისმგებლო ინფორმაციას, ჯანმოს განცხადებებზე,  ვითომცდა დაყრდნობით. ვითომც ასიმპტომატური ადამიანებისგან იშვიათად თუ გადაიცემა ვირუსიო და ამდენად, დისტანცირების წესების მკაცრად დაცვა ნუთუ გამართლებულიაო. გუშინ გავრცელებული ჯანმოს საინფორმაციო ვიდეო პირიქით აჩვენებს,რომ ასიმპტომატური ისევე როგორც პრესიმპტომატური (უკვე ინფიცირებული, მაგრამ ჯერ უსიმპტომო ადამიანი რაც სამ დღემდე შეიძლება გაგრძელდეს) ადამიანებისგან ასევე ვრცელდება ვირუსი ახლო კონტაქტის პირობებში.
მე კი მგონია, რომ აფეთქების პრევენცია და მიღწეული შედეგის შენარჩუნება ამ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას განაპირობებს და ყველას ინტერესში უნდა იყოს. ვერ ვხდები, რას ემსახურება ასეთი “განსხვავებული აზრის” გავრცელება… ალბათ თავის გამოჩენას … და ნამდვილად არა ქვეყნისა ან საზოგადოების კეთილდღეობას!” – წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად