პრეზიდენტი: მოვუწოდებს შესაბამის სტრუქტურებს, ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ განხორციელებული ქმდება უახლოეს დროში გამოიძიონ

ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება არაჰუმანურ აქტად უნდა შეფადეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია აღნიშნული. 

პრეზიდენტი ყველა შესაბამის სტრუქტურას მოუწოდებს, რომ ეს საკითხი უახლოეს დროში გამოიძიონ.

“ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევა, მით უფრო დღეს, პანდემიის პირობებში, როცა ლაბორატორიის როლი უმნიშვნელოვანესია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის საქმეში, ანტიჰუმანურ აქტად უნდა შეფასდეს.

ცხადია, შეტევის მიზანი მხოლოდ ლაბორატორიის პარალიზება არ ყოფილა.

ერთი მხრივ, ეს საქართველოს დაშინების მორიგი მცდელობაა. ასევე, ნიშანდობლივია და მთელ რიგ კითხვებს ბადებს თავდასხმისათვის შერჩეული დრო და ის უსუსური მინიშნებები და მცდელობები, რაც პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენა რუსულმა მხარემ ალექსეი ნავალნის მოწამვლისას გამოყენებული ნივთიერების წარმომავლობასთან დაკავშირებით.

მოვუწოდებ ყველა შესაბამის სტრუქტურას უახლოეს დროში მოხდეს ლუგარის ცენტრზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიება”, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ლუგარის ცენტრიდან ჰაკერებმა ინფორმაცია გაიტანეს – კიბერშეტევა განხორციელებულია ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად