A1 ბანერი

პრეზიდენტი: მოვედი იმედით, რომ შერიგების პრეზიდენტი ვიქნებოდი, ეს მმართველ გუნდზეც გავრცელდება

“ეს არ არის ჩემი შესაფასებელი, მხედველობაში მაქვს ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს გუნდის შიგნით. როგორ განვიარდება ეს პროცესები, არც ეს არის ჩემი გადასაწყვეტი”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“მე თუ მეკითხებით ჩემს პირად გრძნობებს, გუნდის რომელიმე წევრის მიმართ, ალბათ ეს არ არის ის ადგილი, სადაც უნდა გაგიზიაროთ ჩემი პეირადი ურთიერთობები რომელიმე წევრის მიმართ. სხვათა შორის, ყველა მონაწილესთან კარგი ურთიერთობები მაქვს, რომელიც ამ პროცესებში დღეს არის ჩაბმული.

მოვედი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და დავიწყე დავიწყე ამ ფუნქციით საქმიანობა. იმ იმედით, რომ მე ვიქნებოდი შერიგების პრეზიდენტი და იმედი მაქვს, რომ შერიგება, რომელიც სხვანაირად მქონდა წარმოდგენილი, ასევე გავრცლდება მმართველ გუნდზე. დღევანდელი პოლიტიკური დისკურისიები თუ დებატები არ გადაიქცევა უფრო ღრმა დაპირისპირებად. იმიტომ რომ ამაში უფრო დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება მეტი დაწყნარება, მეტი კონსენსუსი მთავარ საკითხებზე და სწორედ სასამართლო, მისი დამოუკიდებლობა და მის მიმართ ნდობა ერთ-ერთი საკითხია, რომ ყველა გაერთიანებული უნდა ვიყოთ.

შერიგებისთვის იმას გავაკეთებ ჯერ, რომ არ ჩავერევი, რათა არ გავაღმავო დღევანდელი დისკუსიები, რომელიც საჭიროა. არ შეიძლება, რომ მე ჩართული ვიყო. მაგრამ, პოლიტიკურ გაერთიანებაში დისკუსიები რომ იყოს ეს საჭიროა. არ არსებობს დემოკრატიული პროცესები, სადაც არ არსებობს ეს და დროთა განმავლობაში არ არის უფრო მძაფრი დისკუსიები. ვიმედოვნებ, რომ ეს არ გადაიზრდება უფრო მზაფრ დისკუსიაში, რაც დღეს ამ ქვეყანას არ სჭირდება. არ არის ისეთი არაფერი, რაც ევალება პრეიზდენტს. ჩვენ ომის პირას ნამდვილად არ ვართ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...