პრეზიდენტი მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს მივიდნენ არჩევნებზე და საკუთარი ხმა დააფიქსირონ. ამის შესახებ მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"სულ 2 დღეში არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, სულ 2 დღეში ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი უფლებების გასაღრმავებლად. გავაძლიეროთ ქართული დემოკრატია, ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოგიწოდებთ, ყველა მოქალაქეს იყოთ აქტიური, მიხვიდეთ საარცევნო უბნებზე, მოიხადოთ თქვენი მოქალქეობრივი ვალი და წვლილი შეიტანოთ დემოკრატიის გაღრმავებაში. თქვენი ქალაქებიდან, სოფლებიდან, რაიონებიდან აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ხელისუფლების ჩამოყალიბების პროცესში. ნაბიჯი გადადგათ უფრო გაღრმავებული პლურაზიმს და დემოკრატიის მიმართულებით",- განაცხადა მარგველაშვილმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები
იტვირთება...