პრეზიდენტი: მივმართავ ბატონ მიშელს, საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზა ბევრად აქტიურად უნდა გაიხსნას

მივმართავ ბატონ მიშელს, საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზა ბევრად აქტიურად უნდა გაიხსნას, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს.

“მინდა მივმართო ბატონ მიშელს და მადლობა გადავუხადო მისი ძალისხმევისთვის. მინდა ხაზი გავუსვა ორ რამეს – გეთანხმებით, რომ საქართველოს სხვა პერსპექტივა არ გააჩნია და მეორე, რომ საქართველოს სტაბილურობა და დემოკარატიულობა ზალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოში დეპოლარიზაციისკენ და ეს ჩემთვის პირადად და მთელი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ, მეორე ნაბიჯი ერთად უნდა გადავდგათ და ამ შეთანხმების შედეგად საქართველოსთვის გზა ევროინტეგრაციისკენ ხელახლა და ბევრად აქტიურად უნდა გაიხსნას. დიდი იმედი მაქვს, რომ ამაზე სწრაფად დავიწყებთ მუშაობას და მინდა, რომ ეს ხვალვე დაიწყოს თქვენი ვიზიტით”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, ორბელიანის სასახლეში პოლიტიკურმა მხარეებმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...