პრეზიდენტი: მისია მიმთავრდება, ახლა საზოგადოების გზავნილები თვითონ წაიკითხონ

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უნდა გაიზაროს ის შედეგები, რაც არჩევნების შედეგებმა აჩვენა. პრეზიდენტის თქმით, ის შეცდომების შესახებ ყოველთვის ღიად საუბრობდა, თუმცა საპასუხოდ, კრიტიკა ესმოდა.

“რა არის ჩემი შეხედულებით პოლიტიკურად სწორი და მცდარი, ამის შესახებ 5 წლის განმავლობაში ძალიან ღიად, მათ შორის მედიით ვეუბნებოდი ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში, ხელისუფლებაში მყოფ ჯერ კოალიცია “ქართულ ოცნებას” და მერე უკვე პარტია “ქართულ ოცნებას”.

მე ეს მისია მიმთავრდება და დავამთავრე, ახლა თვითონ შეძლონ და წაიკითხონ ის გზავნილები, რომელიც მათ საზოგადოებამ მისცა. 5 წელიწადი ამას ვაკეთებდი, ღიად და ყოველგვარი დაფარვის გარეშე, სადაც შეცდომები იყო, ამას ვეუბნებდი, თუმცა 5 წლის განმავლობაში კრიტიკა და უსამართლო თავდასხმები მესმოდა”,-განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად