პრეზიდენტი: მესიჯების საქმე არ მოვიკითხე, რადგან გაუპატიურების საქმეზე პასუხი ვერ მივიღე

"რატომ არ მოვიკითხე ეს ამბავი ხომ? იცით რამდენი მიმოწერა არის პროკურატურასთან, საგადასახადოსთან, თქვენ გგონიათ რომ მე ამ ყველა თემებს ვკითხულობ?" – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. 

ჟურნალისტის კითხვაზე, პრეზიდენტისთვის თუ იყო ცნობილი შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარესთან, ალეკო ელისაშვილთან სატელეფონო მიმოწერის შესახებ, რომლითაც მასზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობნდე, პრეზიდენტმა განაცხადა: 

"რადგან ასეთი სერიოზული მოთხოვნებია, ხმას არ ამოიღებ და რატომ ამოიღე ხმა, ხმას ამოიღებ და რატომ ამოიღე ხმა, პატივცემულებო კიდევ ერთხელ მოვიკითოხო მაგრამ არა ეს საქმე, პირდაპირ ეთერში, უკვე მეხუთედ მინდა მოვკითხო საქართველოს პროკურატურას და შემომიერთდით ისინი, ვინც დარდობთ პრეზიდენტი რას კითხულობს და რას არ კითხულობს. 

მინდა მოვიკითხო ის საქმეები, რომელიც ცნობილია როგორც სისტემური დანაშაული და სადაც ადამიანების წამებაა ასახული, სადაც ასახულია კატასტროფა, რაც ხდებოდა, რასაც დაერქვა სისტემური დანაშაული. 

9  და 2 გაიქცა კი არა, რამდენი  ადამიანია ამ საქმეებზე ჩასმული ციხეში? რამდენის მიმართ მიმდინარეობს ძიება და რამდენი ადამიანია ამ საქმეებში სავარაუდოდ ეჭვმიტანილი? 

მინდა მოვკითხო საქართველოს პროკურატურას ეს საქმეები რომ მერე არ იყოს საუბარი მე არ მოვიკითხე, ამ დონის საქმეები რომ არის გაჩერებული 3 წელი და მეტი, რომელი მესიჯების საქმე უნდა მომეკითხა?! 

იმიტომ არ მოვიკითხე მესიჯების საქმე, რომ გაუპატიურების საქმეზე ღია ეთერით მეხუთეჯერ ვკითხულობ, რა რეალობა არის დამდგარი და ვერ ვიგებ პასუხს. აი ამიტომ არ მოვიკითხე. იმიტომ რომ მგონია ჯერ ეს უნდა მოვიკითხოე და მერე ეს უნდა მოვიკითხო", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...