პრეზიდენტი: მე ვარ ადამიანი, რომელიც ქალაქში დაიბადა და სოფელში ცხოვრება არჩია

„მე ვარ ადამიანი, რომელიც დაიბადა ქალაქში, მთაწმინდაზე ვცხოვრობდი, ქალაქის ცენტრში და რომელმაც არჩია, რომ სოფელში იცხოვროს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „გურჯაანის“ ეთერში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, სოფელში ცხოვრებას ძალიან დიდი ხიბლი აქვს,რაც მისმა თაობამ გაითავისა.

„არა მარტო მე, ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი, ფაქტიურად ჩემი უბნელები ვინც იყვნენ, ვისთან ერთადაც გავიზარდე, წავიდნენ სხვადასხვა სოფლებში, გადანაწილდნენ ქალაქის ირგვლივ და მათი ცხოვრების სტილი არის, ურთიერთობა არა ურბანული. ამას მოაქვს მათთვის და ჩემთვის მნიშვნელოვანი მომენტი, რომ შემიძლია მიწაზე ვიმუშაო, შემიძლია სხვა ჰაერით ვისუნთქო. 

მე ახლა მთაწმინდაზე ბევრს აღარ ვიცნობ, რადგან ზოგი კიკეთშია, ზოგი ოქროყანაში, წავკისში და ა.შ. სოფელში ცხოვრებას ძალიან დიდი ხიბლი აქვს, რომელიც ჩემმა თაობამ ძალიან კარგად გაითავისა და გავიდა ქალაქიდან“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად