პრეზიდენტი: მარიხუანას დეკრიმინალიზაციას ვემხრობი, ლეგალიზება ძალიან რთული გადაწყვეტილებაა

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. 

"მე ყოველთვის ვიყავი დეკრიმინალიზაციის მომხრე რომ ადამიანი ციხეში არ იჯდეს ამ თემაზე, მაგრამ რაც შეეხება ლეგალიზაციას, ერთმნიშვნელოვნად მინდა გითხრათ, რომ საქართველოსთვის ეს ძალიან ადრეა და ძალიან რთული გადაწყვეტილებაა. ამო ორს შორის არსებობს ძალიან დიდი ზღვარი და დიდი განსხვავებაა. 

ეს გადაწყვეტილება რაც მარიხუანას ექსპორტს ეხება საერთოდ არ ვიცით, რა შინაარსის მატარებელია, მაგრამ ლეგალიზება სხვა არის და სხვა არის, ადამიანს არ იჭერდე", – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად