პრეზიდენტი მამალაძის შეწყალებაზე: მინდა დავფიქრდე, დრო მჭირდება

ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე საუბრისას განაცხადა .

“ჯერ უნდა ვიმუშაოთ და დავასრულოთ ახალი წესები. უნდა გამოიცეს ახალი ბრძანებულება, შესწავლა. არ არსებობს მხოლოდ ერთი მამალაძე ამ ქვეყანაში. ძალიან ბევრი ხალხი ელოდება გადაწვეტილებას.

ზოგს მორატორიუმის მნიშვნელობაც უჭირს რომ გაიგოს. მორატორიუმი არის დროებითი შეჩერება, მე მივიღე ეს გადაწვეტილება რომ ჩემთვის შემეჩერებინა. ამ შეჩერეაბას შევაჩერებ, როდესაც მე ვიქნები მზად. მექნება ყველა ის საკითხი, რაც საჭიროა.

მინდა გითხრათ რომ იმ აჟიოტაჟის ფონზე, რაც არსებობდა წინა შეწყალებაზე, ალბათ მე მინდა დრო დავფიქრდე, არ დავუშვა შეცდომა, რაც საზოგდოებისთვის გაუგებარი გახდება”,-ამბობს პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად